LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლები, რომლებიც გაჩერების წესს დაარღვევენ, სოლიდურად დაჯარიმდებიან

123

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც მგზავრებს ავტობუსის გაჩერებების გარდა სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, პირველ ჯერზე 100 ლარით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, 1-ელი მარტიდან ამოქმედებული ახალი წესის თანახმად, 14 ქუჩაზე მეორე დღეა, სპეციალური ჯგუფები მონიტორინგს ახორციელებენ. ისინი მგზავრებს არსებულ სიახლეს აცნობენ და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ჯარიმების შესახებ აფრთხილებენ.

აღნიშნული ჯგუფები პირველ ეტაპზე, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს და მგზავრებს სიახლეს აცნობენ და აფრთხილებენ. კერძოდ, ის მძღოლები, რომლებიც მგზავრს სამარშრუტო ტაქსს ავტობუსების გაჩერების ნაცვლად სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, პირველ ჯერზე, 100 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმდებიან. აღნიშნული წესით მძღოლების დაჯარიმება უახლოეს დღეებში დაიწყება. პირველ ეტაპზე, მძღოლების გაფრთხილების პროცესსთბილისის მიკროავტობუსის მონიტორინგის ჯგუფები ახორციელებენ. ისინი რამდენიმე დღე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. შემდეგ კი კანონდამრღვევ მძღოლებზე საჯარიმო სანქციები ამოქმედდება, – აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

1-ელი მარტიდან თბილისში ახალი წესი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსების გაჩერებაზე გააჩერებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g