მძღოლებს, რომლებსაც სიგარეტის ფერფლის გადაყრისთვის ,,გამოიჭერენ”, 11 ათასი დოლარით დააჯარიმებენ და თან მართვის მოწმობაზე 10 ქულასაც მოაკლებენ. სამხრეთ უელსის მთავრობამ ახალი კანონი წარადგინა.
მკაცრი წესი რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა და რამდენიმე მძღოლი უკვე დაჯარიმდა კიდეც. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დარღვევის რამდენჯერმე გამეორებამ ავტომფლობელი შესაძლოა მართვის მოწმობის გარეშეც კი დატოვოს.
კანონის გამკაცრების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი კატასტროფული სიტუაცია და მუდმივი ხანძრები გახდა. ავსტრალიელები ცდილობენ, ცეცხლის გაჩენის რისკი მინიმუმამდე შეამცირონ.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სიგარეტის გზაზე გადაგდება 660 დოლარიანი ჯარიმით ისჯებოდა და მაშინ 200–მდე ადამიანი დაისაჯა. როგორც ჩანს, ეს კანონი საკმარისად მკაცრი არ იყო და ფულადი ჯარიმა ამიტომაც გაიზარდა.