LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

333

ვერძი – ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ითვლებიან ყველაზე ტემპერამენტულ მძღოლებად, რომლებიც თავიანთი ტემპერამენტის გამო, ხშირად ეხვევიან შარში. ამასთანავე აგრესიულად არიან განწყობილნი სხვა, უფრო მშვიდი მძღოლების მიმართ. მუდამ დაკავებულები არიან და მუდამ ეჩქარებათ, რის გამოც ხშირად არღვევენ მოძრაობის წესებს.

 

კურო – ერთ-ერთი ყველაზე გაწონასწორებული მძღოლია. მისგან რაიმე სახის პრობლემას გზაზე არ უნდა ველოდოთ. უზარმაზარ საცობშიც კი ის მოითმენს და ნელ-ნელა წაიწევს წინ. მისი სიმშვიდის და გაწონასწორებულობის ყველას შურს.

 

ტყუპები – ისინი თითქოს მძღოლებად არიან დაბადებულნი. მათთვის გზის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს, მუდამ რაღაც გეგმა აქვთ მოგზაურობასთან დაკავშირებით. მათ ძალიან უყვართ ავტომობილის მართვა და რაც მთავარია სიამოვნებას იღებენ ამით. როგორც წესი კარგი რეაქციით გამოირჩევიან, ცდილობენ ხშირად შეიცვალონ ავტომობილი, რადგან მათთვის ერთფეროვნება მოსაწყენია.

 

კირჩხიბი –  ძალიან ფრთხილი მძღოლია. აქვს უნარი 10-ჯერ მაინც გაიმეოროს გონებაში ესა თუ ის მანევრი თავდაცვისათვის. თითქმის არასდროს ჩქარობს, ამიტომაც ყველაზე ნაკლებად ხვდება ავარიულ სიტუაციებში. მოსწონს საოჯახო ტიპის ავტომობილი, რითიც იგი შეძლებს ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ დასვენებას, მოგზაურობას ან სეირნობას.

 

ლომი – ტიპური ლომი საჭესთან, იგივეა რაც მრბოლელი ქალაქში. მისი ავტომობილი აუცილებლად უნდა იყოს ყველაზე თვალსაჩინო, შეძლებისდაგვარად ძვირადღირებული. ლომი ისევე მეფურად იქცევა გზაზეც, როგორც ბუნებაში, ის თვლის რომ ყოველთვის უნდა დაუთმოთ გზა, სარგებლობს პრიორიტეტებით, რასაც ხშირად ავარიულ სიტუაციამდე მიჰყავს. ვერძების მსგავსად მასაც იზიდავს სისწრაფე და საკმაოდ სახიფადოდ დადის.

 

ქალწული – კარგად გაწონასწორებული და რაციონალური მძღოლია. ნაადრევად იწყებს  იმის დაგეგმარებას, სად და როგორ უნდა მგზავრობა. კუროს მსგავსად, ისიც მშვიდად მოძრაობს ავტომობილით. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, იდეალური მძღოლები არიან, უპირატესობას ანიჭებენ პრაქტიკულ და ეკონომიურ ავტომობილებს.

 

სასწორი – ხასიათის მძროლია. რათქმაუნდა, ტიპური წარმომადგენლები ამ ნიშნისა, ცდილობენ არ შეუქმნან პრობლემები სხვა მძღოლებს. ისინი ვერ იტანენ აგრესიულ მოძრაობას და თავის მხრიდანაც ცდილობენ დარჩნენ მშვიდად საჭესთან. ცდილობენ საშუალო სიჩქარით იმოძრაონ, დარჩნენ ზოლში და პატივი სცენ სხვა მძღოლებსაც.

 

მორიელი – ძალიან საშიში მძღოლია. მუდამ პრობლემას უქმნის საკუთარ თავსაც და სხვა მძღოლებსაც. ლომის მსგავსად ისიც თვლის რომ მუდამ პრიორიტეტით სარგებლობს, მორიელი ყველაზე ხშირად ხვდება ავარიულ სიტუაციაში. გარდა ამისა, მას არ უყვარს თავის შეცდომის აღიარება, რაც დამატებით პრობლემას ქმნის გზაზე.

 

მშვილდოსანი – კლასიკური საქალაქთაშორისო მძღოლია. მოგზაურობა მისთვის თვითრეალიზაციასა და საკუთარ თავში დარწმუნებულობასთან ასოცირდება. მოგზაურობის გარეშე, ისინი საკუთარ ცხოვრებაზეც კი არ ფიქრობენ. მოგზაურობენ ხშირად, უყვართ სწრაფად სიარული, არ უყვართ შეჩერება და სხვა ავტომობილებთან ძალიან ახლოს ყოფნა, ამიტომაც პერიოდულად ავარიულ სიტუაციებშიც ხვდება.

 

თხისრქა – საკმაოდ ყურადღებიანი და დაკვირვებული მძღოლია. გარისკვა მისი კოზირი არაა. ის მუდამ მშვიდად ატარებს ავტომობილს, ყოველთვის ერიდება კონფლიქტებს. მასთან ერთად ავტომობილში თავს დაცულად იგრძნობთ, ის აუცილებლად უვნებელს მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე.

 

მერწყული – მძღოლი, რომელსაც მიდრეკილება აქვს მოულოდნელობასთან და საფრთხესთან. ის თითქმის ისევე იქცევა გზაზე როგორც ვერძი. ძალიან უყვართ ფორსმაჟორი სიტუაციები და პერიოდულად ქმნიან კიდეც, ამიტომაც მათი აზრით, დამნაშავე ყოველთვის სხვა მძღოლია. ამიტომ ეცადეთ მოერიდოთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის. მას არ უყვარს ჩვეულებრივი ავტომობილები. ყოველთვის ისწრაფვის სიახლისაკენ.

 

თევზები – ძალიან ემოციური მძღოლია, რის გამოც მას ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება საჭესთან. სამწუხაროდ მათი ემოციური ფონიდან გამომდინარე, ისინი ხშირად ეტანებიან ალკოჰოლს, რაც დაუშვებელია მართვის დროს. შესაბამისათ ავტომობილის მართვა მათი ყველაზე ძლიერი მხარე არაა, ამიტომაც ის იშვიათად ისწრაფვის ავტომობილისკენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები