LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლი სიჩქარის გადაჭარბებისთვის 129,5 ათასი ევროთი დააჯარიმეს

132
სიჩქარის-გადაჭარბება

მდიდარმა მძღოლმა დაშვებული სიჩქარის 32 კმ/სთ-ით გადაჭარბებისთვის 129,5 ათასი ევროიანი ჯარიმა გადაიხადა. შემთხვევა ფინეთში მოხდა.

პოლიციამ გააჩერა ანდერს ვიკლეფი, რომელიც ზონაში სადაც მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ იყო, 82 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა. ამ კანონდარღვევისთვის მას ჯარიმა გამოუწერეს და 10 დღით მართვის მოწმობაც ჩამოართვეს.

„მე ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და იმედი მაქვს ეს ფული ჯანდაცვას მოხმარდება“ – განაცხადა ანდერსმა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ვიკლეფს სიჩქარის გადაჭარბების გამო აჩერებენ. 2018 წელს ის 63 680 ევროთი დააჯარიმეს. საინტერესოა, რომ მამაკაცს ამხელა თანხებს ახდევინებენ, რადგან ფინეთში დაჯარიმების სისტემა კანონდამრღვევის შემოსავალზეა დამოკიდებული. ანუ ანდერსი საკმაოდ მდიდარია და მეტი ფულის გადახდაც ამიტომ უწევს.

ურჩი მძღოლი მუშაობს ჰოლდინგში, რომელიც ლოჯისტიკის, უძრავი ქონების, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანიებს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები