LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძიმე პაციენტები აღარ გვყავს – მარინა ეზუგბაია

84
Capture

“ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 22 კოვიდინფიცირებული მკურნალობს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ყველა ახალი ინფიცირებულის წყარო ცნობილია.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში სამი ახალი ინფიცირებულიდან 2 მოთავსდა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“ისევ სტაბილური სიტუაცია გვაქვს.  3 ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 121 პაციენტი მკურნალობს. 3 ახალი შემთხვევიდან 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, შემოტანილი შემთხვევებია და 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ჩვენს ცენტრში 2 ახალი პაციენტი მოთავსდა, გაეწერა 1 პაციენტი და დაგვრჩა 22 კოვიდინფიცირებული. ამ ორივე ახალი პაციენტის მდგომაროება სტაბილურია, დაავადება არ პროგრესირებს, მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სხვა პაციენტების ზოგადი მდგომარეობაც უცვლელია, არსად არ შეინიშნება პროგრესირება”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათი საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 3-ით გაიზარდა.

magti 5g