ცოტა ხნის წინ, საოკუპაციო რეჟიმმა 21 წლის ერიკ დრულევი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
დრულევი აცხადებს, რომ ის ოკუპირებულ ცხინვალში მძიმე პირობებში იმყოფებოდა.
„საზღვრის გადაკვეთას რომ ვცდილობდი, მაშინ მოხდა ჩემი დაკავება, როკის გვირაბთან. მძიმე პირობებში ვიყავი. დაკავების შემდეგ ცხინვალში მძიმე პირობებში ვიმყოფებოდი. საკანში მარტო ვიყავი, იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა“. – აცხადებს ერიკ დრულევი.
ერიკ დრულევი საქართველო-რუსეთის საზღვართან, როკის გვირაბთან რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
