LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-11 კლასელთათვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები 12 ივნისს დაიწყება

71
მე-11 კლასელთათვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები 12 ივნისს დაიწყება. მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში ჩააბრებენ. ეს საგნებია: გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია და ქიმია.
მე-11 კლასელთათვის 2015-2016 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია: 12 ივნისი – გეოგრაფია; 13 ივნისი – ბიოლოგია; 14 ივნისი – ფიზიკა; 15 ივნისი – ქიმია.

გამოსაშვები გამოცდებისათვის 38 800 – ზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ 11 ივნისი ე.წ. სავარჯიშო დღეა, როდესაც მოსწავლეებს ნებაყოფლობით პრეტესტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ. მოსწავლეებს, რომლებიც გამოსაშვებ გამოცდებზე რომელიმე საგანში ზღვარს ვერ გადალახავენ, ან გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი საგანი მეთორმეტე კლასის ბოლო ჩააბარონ.

მასალის გამოყენების პირობები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g