LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-3, „ბუსტერ“ დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს – კეთდება, მე-2 დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ: თენგიზ ცერცვაძე

132
თენგიზ ცერცვაძე

„მე-3, „ბუსტერ„ დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს – კეთდება, მე-2 დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ“, – ამის შესახებ განცხადებას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „რუსთავი2“-ის ეთერში აკეთებს.

მისი განმარტებით, „ანტისხეულების მოქმედება ზოგიერთ შემთხვევაში 1-2 წელი გრძელდება, მაგრამ უმეტესად 6 თვის შემდეგ იკლებს, ამიტომ არის ეს დრო დადგენილი ბუსტერისთვის“.

„მე-3, „ბუსტერ“ დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს. მე-3 „ბუსტერ“ დოზა კეთდება, მე-2 დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ, როგორც კოვიდგადატანილებში, ასევე ვაქცინირებულებში, რადგან ანტისხეულებს თანდათან კლება ახასიათებს. იმასაც ამბობენ, რომ ანტისხეულების მოქმედება ზოგიერთ შემთხვევაში 1-2 წელი გრძელდება მაგრამ უმეტესად 6 თვის შემდეგ იკლებს, ამიტომ არის ეს დრო დადგენილი ბუსტერისთვის,”- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

პოპულალურები