LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-5 და მე-7 კლასელებს საცდელი ტესტირება ჩაუტარდებათ

105
სკოლააა

12-16 ოქტომბერს მე-5 და მე-7 კლასების მოსწავლეებს, პროექტის “შეფასება განვითარებისთვის” ფარგლებში ცოდნის შესაფასებლად, საცდელი ტესტირება ჩაუტარდებათ, რაც ქართულსა და მათემატიკაში, მეოთხეკლასელთა და მეექვსეკლასელთა მიღწევების შეფასებას ისახავს მიზნად. აღნიშნული, სკოლებს ახალი სასწავლო წლის დაგეგმვაში დაეხმარება.

მოსწავლეები ტესტურ დავალებებს ელექტრონულად შეასრულებენ და შედეგებსაც ელექტრონულად მიიღებენ, რაც წარმოდგენილი იქნება როგორც თითოეული მოსწავლის დონეზე, ასევე კლასის დონეზეც. მათ შესაძლებლობა ექნებათ პროცესში სახლიდან ან სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიებიდან ჩაერთონ.

პროექტზე „შეფასება განვითარებისათვის“ მუშაობა 2019 წელს დაიწყო. შედეგები მოსწავლეებსა და მშობლებს დაეხმარება, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია კონკრეტული პრობლემების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g