LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე არ გავჩუმდები!“ – მეგან მარკლის მამის ინტერვიუ

148

როგორც არ უნდა ცდილობდნენ გარშემომყოფები ტომას მარკლის დაშოშმინებას, ის მაინც არ ცხრება და აგრძელებს ტაბლოიდებთან ურთიერთობას. სულ ცოტა ხნის წინ მისტერ მარკლიმ განაცხადა, რომ არ აპირებს გაჩუმებას და ყველანაირად ეცდება ქალიშვილთან ურთიერთობის აღდგენას.

ტომასმა საკუთარი შვილი სამეფო ოჯახის გავლენით ურთიერთობის გაწყვეტაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მეგანი უბედურია პრინცი ჰარისა და მისი ნათესავების საზოგადოებაში, „ძალიან განვიცდი, რომ ჩვენი ურთიერთობა გაფუჭდა. აქამდე მეგანთან პირადი თანაშემწეების დახმარებით ვურთიერთობდი, თუმცა მის ახალ ოჯახზე რამდენიმე შენიშვნის შემდეგ, მასთან კონტაქტი საერთოდ ამეკრძალა“, – განაცხადა ტომას მარკლიმ, რომელიც დარწმუნებულია, რომ უთანხმოების მიზეზი მეგანისა და ჰარის ოჯახში მატებასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი გახდა, „შესაძლოა, სწორედ ეს ეწყინა მეგანს, მართალია, თვითონაც ხშირად ამბობდა, რომ უნდოდა ჰქონოდა ოჯახი და ჰყოლოდა ბევრი შვილი, მაგრამ როცა მე შევახსენე ამის შესახებ, რატომღაც ძალიან გაბრაზდა“.

Daily Mail-თან ინტერვიუს ბოლოს მისტერ მარკლიმ აღნიშნა, რომ მართალია სამეფო ოჯახს ძალიან უნდა მისი გაჩუმება, მაგრამ არაფერი გამოუვა. „გული მწყდება, რომ მეგანი საშინლად ქედმაღალი გახდა და უზარმაზარი წარმოდგენა შეექმნა საკუთარ თავზე, თუმცა  ვერასდროს გახდებოდა სამეფო ოჯახის წევრი ჩემს გარეშე, რადგან სწორედ მე შევქმენი ის!“ – ავტორიტეტულად განაცხადა ტომას მარკლიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები