LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე არ შემოვხაზავ მიხეილ ყაველაშვილს“ – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ადა მარშანია „ქართულ ოცნებას“

581
ადა მარშანია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა და პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში მიმდინარე არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” მიმართა, რომ კანდიდატი უკეთესად უნდა შეერჩია.

„უფრო უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ. თქვენ, ყველამ ერთად საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც როგორ პოლიტიკურ ძალას. მე არ შემოვხაზავ, ცარიელს, შემოუხაზავს ვაგდებ”,- განაცხადა ადა მარშანიამ.

როგორც მან აღნიშნა, ყაველაშვილის წარდგენით „ქართულმა ოცნებამ” ზიანი ქვეყანასაც მიაყენა და საკუთარ თავსაც.

„მიხეილ ყაველაშვილი შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი  საქართველო ვგულშემატკივრობდით“ – მამუკა მდინარაძე

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა მიმდინარეობს. ხმას 300 ხმოსნისგან შემდგარი კოლეგია აძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g