LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე არ ვიცი, ვინ გახდები მომავალში, მაგრამ შენ უკვე ხარ ის, ვინც გაჭირვებაში არ ტოვებს მეგობარს – კალაძე ანდრია ლორთქიფანიძეს

244
kalaZe

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული კიდევ ერთი მოზარდი, ანდრია ლორთქიფანიძე მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, კახა კალაძემ მშობლებისგან მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„შენ ახლა გაქვს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, იყო კარგი მოსწავლე და წარმატებული ადამიანი. მე არ ვიცი, ვინ გახდები მომავალში, მაგრამ შენ უკვე ხარ ის, ვინც გაჭირვებაში არ ტოვებს მეგობარს“, – უთხრა თბილისის მერმა ანდრია ლორთქიფანიძეს.

მოზარდის დედის, ნინო ჩემიას თქმით, პირველადი დახმარება მის შვილს უცნობმა გამვლელმა გაუწია, ვისიც მადლიერია.

მერიის ინფორმაციით, მოზარდის დედამ ასევე გამოხატა მადლიერება შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლის, დევი მეზურნიშვილის მიმართ, რომელმაც მოზარდები გადაარჩინა.

„როგორც შემდეგ გავიგე, ჩემს შვილს პირველადი გადაუდებელი დახმარება გაუწია გამვლელმა, რომლის ვინაობაც დღემდე არ ვიცით. ძალიან მინდა, გავიცნო ეს ადამიანი და მადლობა გადავუხადო. უდიდესი მადლობა დევი მეზურნიშვილს, მან შვილი გადამირჩინა“, – აღნიშნა ნინო ჩემიამ.

“თქვენ არა მხოლოდ ლაზარე გადაარჩინეთ, გადაარჩინეთ მისი ოჯახი, მეგობრები, ყველა ჩვენგანი აგვარიდეთ კიდევ უფრო დიდ უბედურებას” – კახა კალაძე მეგი ბანცაძეს შეხვდა

კალაძე: დევი მეზურნიშვილთან და პატარა ლაზარესთან შეხვედრამ აჟიოტაჟი გამოიწვია, მეგობრებო, ეს ჩემი ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც მერის, არამედ როგორც ოთხი შვილის მამის

კალაძე: რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს ამ კითხვას პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს – კანონის წინაშე ყველა თანასწორია, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g