თბილისის მერი კახა კალაძე მეგი ბანცაძეს შეხვდა, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაშავებულ ლაზარე ლობჟანიძეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
„ალბათ ვერცერთი სიტყვა ვერ გამოხატავს მადლიერებას, რაც თქვენ მიმართ გამაჩნია. თქვენ არა მხოლოდ ლაზარე გადაარჩინეთ, გადაარჩინეთ მისი ოჯახი, მეგობრები, ყველა ჩვენგანი აგვარიდეთ კიდევ უფრო დიდ უბედურებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მეგი ბანცაძემ მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ გაიხსენა.
„ბედისწერა იყო, რომ ზუსტად ლაზარეს წინ აღმოვჩნდი. ერთი წუთით არ შეიძლებოდა დაგვიანება. როგორც კი პულსი წამოვიდა, მივხვდი, რომ ლაზარე გადარჩა. ბედნიერი ვარ, რომ იმ მძიმე წუთებში იქ აღმოვჩნდი და ბავშვის დახმარება შევძელი“, – განაცხადა მეგი ბანცაძემ.