LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე არცერთი თანამდებობის აღებას არ ვაპირებ, თუმცა, ჩვენი გუნდის წევრები კონკრეტულ პოზიციებს დაიკავებენ: ვაშაძე

56
fhea

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ძალაუფლების განაწილება ძალიან მნიშვნელოვანი კონპონენტია, თუმცა მისთვის გაცილებით პრიორიტეტულია, საკონსტიტუციო ცვლილებების დროული რეგისტრაცია მოხდეს.

ამ კონტექსტში ვაშაძემ აღნიშნა, რომ პირადად, არცერთი თანამდებობის აღებას არ აპირებს.

“ძალაუფლების განაწილება არის ძალიან მნიშვნელოვანი კონპონენტი. ეს ჩვენი ევროპელი კოლეგების ინიციატივაა, მაგრამ ჩემთვის გაცილებით პრიორიტეტულია ახლა საკონსტიტუციო ცვლილებების დროული რეგისტრაცია, რომ ამან საარჩევნო გარემო შეცვალოს სრულფასოვნად ქვეყანაში, სრულად პროპორციულზე გადაგვიყვანოს და დაიწიოს ბარიერი.

რაც შეეხება ძალაუფლების გადანაწილების საკითხს, ჩვენ ამაზე მოლაპარაკებებს, ალბათ, დავიწყებთ. მე პირადად, არ ვაპირებ არცერთი თანამდებობის აღებას, თუმცა, ჩვენი გუნდიდან, რაღა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, ვინც კონკრეტულ პოზიციებს დაიკავებენ იმისთვის, რომ მეტად წარმოვადგინოთ ხალხის ხმა პარლამენტში და მეტად დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, მეტად ვაიძულოთ “ქართული ოცნება”, რომ პოლიტიკური კინკლაობის ნაცვლად ხალხის პრობლემებზე იფიქროს .” – თქვა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები