„მინდა სოლიდარობა გამოვუხატო პარლამენტარებს, ესენი ადამიანები არიან და ის შეურაცხყოფა, რომელსაც ითმენენ ბოლო დღეებში, ჩვენი, მოსახლეობის მხრიდან საჭიროებს თანადგომას…“, – ამის შესახებ მომღერალმა ზურა ხაჩიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.
„ყველას ერევა და ჰგონია, რომ მე ვარ პარლამენტის წევრი, ყველა მეუბნება, რომ შენ მიაჭირე ღილაკს ხელი, მხარი დაუჭირე [კანონს], შენც მოღალატე ხარ… [ამ ადამიანებს] პირდაპირ გეტყვით, მე დასამალი არაფერი მჭირს, მე მხარს ვუჭერს ამ კანონს, ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ჩემი ქვეყნის ღირსეულ პრემიერს…
გამჭვირვალობის კანონი, თუკი რამეს ემსახურება პირველ რიგში ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არა რუსეთსა თუ სხვა ქვეყნის ინტერესებს, როგორც ეს შეთხზეს.
მადლობა ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის ნამუსის, სინდისის აღდგენისთვის…”, – ამბობს ზურა ხაჩიძე.