LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე გამაჩნია ორი ხმა, ერთი – ხმა მუსიკის, მეორე – სიმართლის ხმა… მზიას, რომელიც 14 დღე შიმშილობდა, ჩვენი ხმა სჭირდებოდა და ჩვენ ეს ხმა იქიდან გავაგონეთ, სადაც გეგულებოდა, რომ უსამართლო მოსამართლე ცხოვრობდა“ – ნინო ქათამაძე მოსამართლეს

319
ნინო ქათამაძე და მოსამართლე ციცინო მოსიძე

მუსიკოსმა, ნინო ქათამაძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით ისარგებლა და მოსამართლე, ციცინო მოსიძეს მიმართა.

მომღერალმა პროცესზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, დაკავებული მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციაზე ისაუბრა და თქვა:

„ცხოვრებამ ისეთი ამბები გამოგვატარა, ამასაც ღირსეულად გადავიტანთ…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ლადო აფხაზავა

„მე გამაჩნია ორი ხმა, ერთი – ხმა მუსიკის, მეორე – სიმართლის ხმა. რადგან ჩემი მუსიკის ხმა არ ისმის მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემი მეორე ხმა ეკუთვნის 690 000 სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ვინც სასადილოში ელოდება თავის რიგს, ჩემი ხმა ეკუთვნის აფხაზ მეგობრებს, რომელსაც დაარქვეს ლტოლვილები და 30 წლის განმავლობაში წამებაში ამოხადეს ჩვენს დებს და ძმებს სული, ბოლოს ამ ტკივილის შემდეგ ადამიანმა დაიწვა თავი…

ნინო ქათამაძე: „კონცერტი სად არ მქონია… მარილის შახტში, 284 მეტრის სიღრმეში, მაგრამ არ მქონია სასამართლო დარბაზში – იმდენად დაგროვდა ეს უსამართლობის განცდა, არ ვიცი ეს ხმა როგორ უნდა გაჩერდეს“

„ყველაზე მტკივნეული არის ის, რომ თავისუფალი სიტყვა, რომელიც ისმის, ადამიანს ეს არ შეუძლია ეს გააჩეროს, მით უმეტეს, ადამიანს არ შეუძლია ეს გააჩეროს, როდესაც შენი სიმართლის ხმა არსად არ ისმის, ვერავის ვერ აგებინებ…“

ჩემი ხმა ეკუთვნის ემიგრანტებს, ჩემი გასტროლების დროს მე მინახავს დედები რომლებსაც 20 წელი შვილი არ უნახავთ… ჩემი ხმა ეკუთვნის იმ დედებს რომლებსაც უკანონოდ ჰყავთ დაჭერილი შვილები… ჩემი ხმა იქნება იქ და იმ ადამიანებთან ვისი ხმაც არავის არ ესმის…

ჩვენ გადავამოწმეთ იურისტებთან და გვეგონა რომ არ იყო ეს ის დანაშაული, რომელიც აქ შეგვყრიდა და ასეთ სიტუაციაში აღმოგვაჩენდა, მაგრამ მზიას რომელიც იმ დღეს 14 დღე შიმშილობდა მას სჭირდებოდა ჩვენი ხმა და ჩვენ ეს ხმა იქიდან გავაგონეთ, სადაც გეგულებოდა რომ უსამართლო მოსამართლე ცხოვრობდა“. – განაცხადა სასამართლო პროცესზე მუსიკოსმა ნინო ქათამაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„გაათავისუფლეთ მზია, მეთვრამეტე დღეა… რას გეუბნებათ შინაგანი ხმა? ეს ქალი დაუყოვნებლივ არ უნდა გამოუშვან? სიკვდილს იმსახურებს? ამ სასტიკ სისტემაზე მეტად, თქვენი მეშინია, ვინც ახლა დუმხართ“ – ფსიქოლოგი მაია ცირამუა

ცხრა ადამიანის მიმართ საქმე ადმინისტრაციული წარმოებით აღიძრა. მათ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტებისთვის, მოსამართლის სახლთან შეკრების გამო ედავებიან.

„შოკის მომგვრელია, რომ პედაგოგ ლადო აფხაზავას და ფსიქოლოგ მაია ცირამუას დღეს სასამართლოში განსასჯელის სკამზე ვიხილავთ“ – მშობელთა ასოციაცია

მოსამართლე, ციცინო მოსიძე მაია ცირამუას, ნინო ქათამაძის, გელა მთივლიშვილის, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძის, ირინა ზარანდიას, ქეთევან ფილაურის, ეკა კუხალაშვილისა და გივი ცინცაძის ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავს.

ფოტო: რადიო „თავისფულება“

magti 5g