LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე იმ ქვეყნის გამკვირვებია, სადაც შენ ხმის ლიდერი არ ხარ“ – შესრულება, რომლის შემდეგაც სოფო ბათილაშვილი „ვოისს“ გამოეთიშა

1777
სოფო ბათილაშვილი

12 იანვარს „პირველი არხის“ ეთერში გაიმართა „ვოისის“ პირველი ლაივი, რომლის დროსაც სოფო ტოროშელიძის და სტეფანეს გუნდის წევრები გამოდიოდნენ.

სოფო ტოროშელიძის გუნდის წევრმა, სოფო ბათილაშვილმა Stairway to heaven  შესანიშნავად შეასრულა, თუმცა სამწუხაროდ, მაყურებლისგან ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, მისმა მენტორმა კი გუნდიდან სხვა წევრი, ლიკა სირაძე გადაარჩინა.

სოფო ბათილაშვილმა პროექტი დატოვა.

მას სოციალურ ქსელში ბევრი გამამხნევებელი შეტყობინება მიიღო:

„ეს სიმღერა უფრო მეტია ვიდრე მთლიანად უგემოვნო ის პიკი, ევროვიზია!“

„გენიალური გოგო ხარ, სოფო. მე იმ ქვეყნის გამკვირვებია, სადაც შენ ხმის ლიდერი არ ხარ. მსოფლიოს ნებისმიერ სცენას დაამშვენებდა ეს შესრულება. შენ საქართველოსთვის დიდი საქმე გააკეთე, როდესაც ახალგაზრდობას ქართული სიმღერის ხიბლი დაუბრუნე და ახლა ყველას დაუმტკიცე, რომ ნებისმიერ ჟანრში შეგიძლია შენი სიტყვა თქვა“.

„ძლივს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და ურთულესი სიმღერაც გაჟღერდა. სოფო არამარტო საქართველოში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი და მომღერალია“.

„სოფოს რომ გააგდებენ, რაღა უნდა ვთქვა, იმიტომაცაა, რომ „ევროვიზიაზე“ ვერაფერს მივაღწიეთ…“

„სოფო სუპერ მომღერალია და არც კი უნდა გაიხედოს „ევროვიზიისკენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები