LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ხმა მივეცი ცვლილებას, კოალიციურ მართვას, დემოკრატიის განვითარებასა და დასავლურ კურსს: მამუკა ხაზარაძე

44
mamuka xazaradze მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო უბანში ხმის მიცემის შემდეგ, მოსახლეობას  არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები არის შანსი ქვეყნის მომავალისა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

მისივე განმარტებით, „დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ისტორიული დღეა“.

„ამიტომ მე მოვუწოდებ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. დღეს ყველას გვაქვს შანსი, რომ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, თითოეული ადამიანის ცხოვრება და  შევქმნათ პერსპექტივა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მე ხმა მივეცი ცვლილებას, კოალიციურ მართვას, დემოკრატიის განვითარებასა და დასავლურ კურსს“,  – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პოპულარულები