LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ლუკა ვარ ფეიქრიშვილი და ჩემთან არ გაუვათ ეგეთები” – მოქალაქე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, სახურავიდან ჩამოვიდა

1514
luka_capture

ორგანიზაცია “ამბრელას” დამფუძნებელი ლუკა ფეიქრიშვილი, რომელიც  facebook live-ში თავის მოკვლით იმუქრებოდა, სახლის სახურავიდან ჩამოვიდა. როგორც ის აცხადებს, საპატრულო პოლიციის უფროსს ესაუბრა და თავის მოკვლა ამის შემდეგ გადაიფიქრა.

როგორც ლუკა ფეიქრიშვილი ამბობს, მას ბოლო რამდენიმე თვეა საპატრულო პოლიცია უსაფუძვლოდ აჩერებდა და აჯარიმებდა. როგორც თავად ყევბა, ჯარიმის სახით მისთვის გამოწერილი თანხები 4 000 ლარს აღემატება.

“გამესაუბრა როგორც თვითონ მითხრა, ახლად დანიშნული საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე და დამპირდა, რომ არავინ აღარ გადამეკიდება. შემომთავაზეს, რომ წამოდი და დავწეროთ ოფიციალურად რაც ხდებაო, მაგრამ ადვოკატს ვესაუბრე და მითხრა, რომ ეს არის ნებაყოფლობითი, ამიტომ გადავწყვეტ,” – ამბობს ლუკა ფეიქრიშვილი.

მისივე თქმით, ახლა თავს შეუძლოდ გრძნობს და სასწრაფოსთან უნდა მივიდეს, ამის შემდეგ კი გადაწყვეტს წავიდეს თუ არა პოლიციის განყოფილებაში. ლუკა ფეიქრიშვილმა შს მინისტრ გიორგი გახარიასაც მიმართა.

“გახარიასთან პიროვნული პრეტენზიები არ მაქვს, კონკრეტულ მომენტში სიმპათიებითაც კი ვარ განწყობილი, მაგრამ ქვებს მესვრიან და ეს ნორმალურია? ჩემი ფულით უნდა გამდიდრდეს ბიუჯეტი? მომეცით საშუალება ჩემთვის თავისუფლად, თამამად ვიარო და საერთოდ ეს “ქოცები” და “ნაცები” არაფერ შუაშია, დაყვეს ქვეყანა,” – განაცხადა ლუკა ფეიქრიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ქვებს სუს-ის თანამშრომლები ესვრიან.

“მაგრამ, მე ლუკა ვარ ფეიქრიშვილი და ჩემთან არ გაუვათ ეგეთი რამეები,” – ამბობს ლუკა ფეიქრიშვილი.

ინციდენტის ადგილზე სასწრაფო და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g