LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე მაინტერესებს, ვინ აფინანსებდა და რა თანხებით იმ ხალხს, რომლებიც გვაიძულებდნენ ტყუილ დიაგნოზებზე ხელის მოწერას და გვამყოფებდნენ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტერორში – ნინო ნადირაძე

861
ნინო ნადირაძე ფორტუნა

მე მაინტერესებს, ვინ აფინანსებდა და რა თანხებით იმ ხალხს, რომლებიც გვაიძულებდნენ ტყუილ დიაგნოზებზე ხელის მოწერას და გვამყოფებდნენ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტერორში, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.

„პირადად მე მაინტერესებს, ვინ აფინანსებდა და რა თანხებით იმ ხალხს („ენჯეოებს“, რაღაც კომისიებს, ჟურნალისტებს), რომლებიც გვაიძულებდნენ ტყუილ დიაგნოზებზე ხელის მოწერას და მეძახდნენ მენგელეს, პილატეს და კიდევ, არ ვიცი, რას, გვიტარებდნენ სატელევიზიო სასამართლოებს და გვამყოფებდნენ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტერორში“, – წერს ნადირაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები