LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მეგონა მამაჩემმა არ იცოდა, რომ კეკე იყო“ – რაზე წერს გიორგი კეკელიძე  

1183
თათა გიორგობიანი

მწერალი გიორგი კეკელიძე გარდაცვლილ მამაზე წერს. სოციალურ ქსელში მისმა ემოციურმა პოსტმა უამრავი გამოხმაურება გამოიწვია.

„გუშინ, ღამით, უკანა ეზოში, სადაც შეშას ვინახავდით ხოლმე – მამაჩემი შემხვდა. აი, მოხურულას რომ ეძახიან, იმ მოხურულასა და საქათმეს შუაში იდგა.

– როფავს უკვე ნელ-ნელა! – მითხრა მამაჩემმა.

– ხო, აცივდა! – ვუთხარი მე.

– რაია აი, რაფერი მომსპარი წელი იყო? – იკითხა თავისთვის – ორი ჩვენი მეზობელი მოკტა ამ რაცხა იი რომაა იმით.

– კი – ვუთხარი მე და დავაკვირდი.

მამაჩემს ბუშლატა ეცვა, თავზე თბილის ქუდი ეხურა და ხელში ცული ეჭირა.

– სად იყავი? – ვკითხე მე.

მამაჩემი შეტრიალდა. ხელი სადღაც იქით, გომისმთისკენ გაიშვირა. გომის მთა უკვე ჩამოთოვილია. ლამაზია ნათელი ღამეებისას თოვლიანი გომისმთა.

– მანდ რა გინდოდა? – ვკითხე ისევ.

– დაგავიწყტა კაცო? – მითხრა მამაჩემმა. უკვე ათი წელია იქინე ვარ მე.

მე გამახსენდა, რომ მამაჩემი დიდი ხანია გარდაიცვალა, მაგრამ არ ვიცოდი, გომის მთაზე თუ იყო.

– შეხედე! – თქვა მამაჩემმა – შეხედე იმ ხეს!

ხე ეზოს ბოლოში დგას და ამ უღრუბლო ზამთრის ღამეს თითქოს ცას გადგმოდა ტოტები ძარღვებივით და მთვარე გულივით ფეთქავდა.

– შეხედე! – მითხრა მამაჩემმა – ნახე რაფერი ლამაზია მთვარე ხეის ტოტებში. შეხედე და დაწერე.

– კი, ლამაზია. ძალიან!

– ჰოდა, კეკეს დაანახე! წევეი ახლა, თვარა თლა მოყინავს გზებს. მუალ ხანდახან.

მამაჩემი წავიდა. მე მეგონა მამაჩემმა არ იცოდა, რომ კეკე იყო“, – წერს გიორგი კეკელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g