LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე მგონი, ჩემ გარდა ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს, არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ” – გიორგი ფხაკაძე

3281
გიორგი-ფხაკაძე131

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ჩინური ვაქცინაციის შესახებ არასასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

ამის შესახებ ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

„არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ, რომელიც ჩატარდა ჩილეში. მე მგონი, ჩემ გარდა ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს.

ფაქტები:

კვლევა ჩატარდა ჩილეში 2021 წლის 2 თებერვლიდან 1 მაისამდე.
დელტა ვარიანტი პირველად დაფიქსირდა ჩილეში 2021 წლის 21 ივლისს.

დასკვნა:

ჩინური ვაქცინა არის ეფექტური უხანური ვარიანტის წინააღმდეგ დაახლოებით 66%.

დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა არ არის დადგენილი და სავარაუდოდ (ისრაელის და ბრიტანეთის ფაიზერი/ასტრაზენეკას ანალიზის საფუძველზე) 25-30% არ გადააჭარბებს.

იქნებ დავანებოთ მარჩიელობანას თავი და შევეშვათ გადაუდებელი ავტორიზაციის მქონე ვაქცინების პროპაგანდას. გადავიდეთ ყველაზე უსაფრთხო, ეფექტურ და სრულიად ავტორიზებულ ვაქცინებზე (ფაიზერი, მალე მოდერნაც დაეწევა)?!

გამეცით მარტივ ერთ შეკითხვაზე პასუხი, საიდან იცის ბებო მარომ ხულოდან, რომელი ვაქცინაა “კარგი”
ჯანმრთელობას გისურვებთ“- წერს ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები