LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე მგონი დროა 6 დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეთ” – პავლე მგელაძე

208
Capture (2)

re:invent holding-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პავლე მგელაძე 4 – დღიანი სამუშაო კვირის იდეას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ საკითხში პრობლემას ხედავს.

როგორც პავლე მგელაძე აღნიშნავს, ამ შემთხვევაში დამფუძნებელი იძულებელი იქნება ხელფასები სამუშაო დღეების პროპორციულად შეამციროს. როგორც მგელაძე სოციალურ ქსელში წერს, ის მომხრეა 6 – დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეთ.

“ძალიან მომწონს 4 დღიანი სამუშაო კვირის იდეა. მეტი დრო საკუთარი თავისთვის, მეტი დრო ოჯახისთვის. Lovely. უბრალოდ ერთი პრობლემაა. ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1,774₾ გვაქვს. 5 სამუშაო დღიდან 1 დღეს თუ დავისვენებთ, გამოდის, რომ 20%-ით ნაკლებს ვიმუშავებთ. ანუ 20%-ით ნაკლებ ხელფასს (-355₾) ავიღებთ. 1,774₾ vs. 1,419₾. 1,774₾-ად როგორ ვცხოვრობთ ვიცით. მე მგონი დროა 6 დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეთ”, – წერს პავლე მგელაძე ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები