მსახიობი გიორგი ყიფშიძე, „ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.
მსახიობი ამბობს, რომ თბილისის მერობა მისი ბავშვობის ოცნება იყო:
„მე მინდა გავხდე თბილისის მერი, ბავშვობიდან მესიზმრებოდა დედაქალაქის მერობა, იქ მრჩეველები, რაღაცები…
მგონია, რომ ამ ქალაქს დავალაგებ ისე, რომ არც ერთი უკმაყოფილო კაცი არ იქნება და კალაძემ რა ქნა… კალაძემ თავი მოიჭრა, მეტი არაფერი… არ არის მაგის საქმე რა”. – ამბობს მსახიობი.