“მე პირიქით, გამიხარდებოდა, რომ მისმენდნენ”, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მობილურით ისეთ თემებზე საუბრობს, რომელიც, მისივე შეფასებით, პირადი ცხოვრების ამსახველი არ არის.
“ტელეფონში სულ ვჩხუბობ, იქნებ სქურის გზა დროულად გაკეთდეს, მეტი ყურადღება მივაქციოთ ადგილობრივ პრობლემებს – არ მაქვს განცდა და შიშები, რომ საქმე რაღაც პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს ეხება”, – აღნიშნა ზარქუამ.
ზარქუა იმასაც ამბობს, რომ თუ ნორმალური სახელმწიფო არსებობს, სანქცირებული მოსმენა, მათ შორის გარკვეული ჯგუფების მიმართ, ყველგან ხდება.
“მე პირიქით, გამიხარდებოდა, რომ მისმენდნენ, იმიტომ რომ სულ მაქვს ხოლმე და ვჩხუბობ ხოლმე ტელეფონში, რომ აი, იქნებ, სკურის გზა დროულად გაკეთდეს, იქნებ, მეტი ყურადღება მივაქციოთ, ვთქვათ, ადგილობრივ იმას… არ მაქვს ის განცდა, რომ რაღაც პირადი ცხოვრების ამსახველია სადღაც, არა მაქვს ეს განცდა და არა მაქვს ეს შიშები”, – განაცხადა ზარქუამ.