LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკუთარი ნაკლოვანებების სიყვარული ვისწავლე“ – ირინა შეიკის თვალწარმტაცი ფოტოსესია – 35 წლის მოდელი BAZAAR-ის გარეკანზე

170
page

ირინა შეიკი გამოცემა BAZAAR-ის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესიაში ის შავ, თეთრ და ლეოპარდის პრინტიანი ტანისამოსით გამოჩნდა. გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან საკუთარ თავსა და დედობაზე ისაუბრა. მოდელი, რომელსაც ქალიშვილი ბრედლი კუპერისგან ჰყავს, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც დედა გახდა, საკუთარ თავსა და ძალებში უფრო დარწმუნებულია.

„მე საკუთარი ნაკლოვანებების სიყვარული ვისწავლე. საკუთარ თავში ბევრად დარწმუნებული ვარ მას შემდეგ , რაც დედა გავხდი. მუდამ ის იყავი, ვინც ხარ, იყავი კეთილი ადამიანების მიმართ,  ამას ჩემი ბებია მასწავლიდა. ის ყოველი ახალი დღის მადლიერია“, – აცხადებს მოდელი.

„ჯუნგლების დედოფალი, ასეთი ფოტოები ჯერ არასდროს გადაუღია“ – ირინა შეიკი გასაოცარ ფოტოებს ავრცელებს

ბედნიერი ოჯახი – ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი 5 წლის ლეასთან ერთად გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები