LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე შვედი ვარ: მადლიერი ლეგენდის ცრემლიანი დამშვიდობება

92

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გულისამაჩუყებელი მიმართვა დაუტოვა შვედ ხალხს.

„მე წარმოშობით ვარ ადგილიდან, რომელსაც რუსენგორდის გეტოს ეძახიან. მე თავი შევაყვარე შვედეთს და ის ჩემ ქვეყნად გავხადე. ეს ჩემი გზაა. მე შვედი ვარ. უდიდესი მადლობა შვედ ერს – შენს გარეშე მე ვერასოდეს ავისრულებდი ოცნებებს. შენ ყოველთვის იქნები ჩემ ლურჯ-ყვითელ გულში. მიყვარხარ“, – დაწერა იბრაჰიმოვიჩმა ინსტაგრამზე.

იბრამ განაცხადა, რომ ევრო 2016-ზე ბელგიასთან თამაში მისთვის ბოლო იქნებოდა შვედეთს ნაკრების შემადგენლობაში.

ზლატანმა შვედეთის ნაკრებში 116 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა.

რუსენგორდი ქალაქ მალმიოს დასახლებული რაიონია, რომელიც 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანების დასაწყისში ააშენეს. რუსენგორდის მაცხოვრებელთა თითქმის 90%-ს იმიგრანტები შეადგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g