LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზლატანის გოლი MLS-ის ისტორიაში უდიადესად აღიარეს

98
USATSI-13367552-168381465-lowres-1280x640

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი განუმეორებლობა. ის აშშ-ს ისტორიაში საუკეთესო გოლის ავტორი გახდა. შვედმა ოკეანის გაღმა ორ წელიწადზე ნაკლები დაჰყო, მაგრამ მოასწრო დაუვიწყარი გოლის გატანა. ეს „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ მის სადებიუტო მატჩში მოხდა, 2018 წელს.

ორგანიზაციის საიტზე ხმის მიცემა მოეწყო. იბრას კონკურენტი კიდევ 24 გოლი იყო. ზლატანის 35 მეტრიდან გატანილმა ბურთმა ხმების 12.21% მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა ობაფემი მარტინსის გოლი (10.55%), მესამე აღმოჩნდა დარლინგტონ ნაგბეს გოლი (9.59%).

იბრაჰიმოვიჩი აშშ-ში 2018 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრამდე თამაშობდა.

„გალაქსის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 58 მატჩში მან 53 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები