LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ვალდებულად ვთვლი თავს რომ უმკაცრესი პასუხი გავცე ნებისმიერ გარეწარს…” – ნონა მამულაშვილი პირველი კომენტარი პირდაპირ ეთერში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე

654
BeFunky-collage (12)

გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნონა მამულაშვილი „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში დავით ლორიას ფიზიკურად დაუპირსპირდა. გადაცემაში განიხილავდნენ უკრაინაში რუსეთის ომს, რა დროსაც ლორიამ თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ის და ევროკავშირის ლიდერებისთვის უნდა დაეჯერებინა, რომ ნატო კონფლიქტში ვერ ჩაერეოდა, რაზეც მამულაშვილმა ჰკითხა, რა უნდა ექნა უკრაინას.

„რუსეთი შემოდის უკრაინაში, კლავს ბავშვებს და შენ იძახი, უნდა გაჩუმებულიყოო. რეებს ბოდავ? ჭკუა გაქვს საერთოდ? გარეწარო, გამყიდველო, როგორ გიბრუნდება ენა, ამას რომ იძახი“, – მიმართა მამულაშვილმა ლორიას.

უფლებადამცველმა დავით ლორიამ მამულაშვილს ასე მიმართა:

“არ უნდა აო­მოთ იქ ხალ­ხი, არ უნდა მი­იყ­ვა­ნოთ იქამ­დე… შენ ხარ უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნი და ქუ­ჩის ქალი”, რასაც მამულაშვილის აღშფოთება მოჰყვა.

 

 

მოგვიანებით, მამულაშვილმა გადაცემაში მომხდარ ინციდენტზე განმარტება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გააკეთა.

“მაშინ როდესაც ყოველდღე უსასტიკეს სიკვდილის ქრონიკას ვუყურებთ, რომელსაც უდიდესი სიბოროტის იმპერია ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ

მაშინ როდესაც ყოველდღე ვხედავთ ნაწამები, გაუპატიურებული დასახიჩრებული ადამიანების კადრებს

მაშინ როდესაც შენ ქვეყანას ზუსტად იგივე დაუნდობელი მტერი ებრძვის

მაშინ როდესაც ჩვენ საამაყო მებრძოლებს კლავენ

აი, ამ დროს რომ ზელენსკის დააბრალებს ლორია ომის დაწყებას თუ პროვოცირებას, მე ვალდებულად ვთვლი თავს რომ უმკაცრესი პასუხი გავცე ნებისმიერ გარეწარს, ვინც ამის შესახებ ბედავს და ლაპარაკობს ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე”, – წერს ნონა მამულაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g