LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვიცი, რომ იმიტომ არ მაძლევდნენ საქმის მასალებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს იქ და მე ეს არ უნდა დამენახა…“ – მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა

912
გიგა ავალიანი, ეკა კუპატაძე

„მე ვიცი, რომ იმიტომ არ მაძლევდნენ საქმის მასალებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს იქ და მე ეს არ უნდა დამენახა“ – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა.

გიგა ავალიანის დედა ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეში მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება:

„ველოდებოდი გიორგი რიკაძის ბრალის აღიარებას, იმიტომ რომ ეს არის კახა წერეთლის სვლა. მან გვიღიარა წინა ჩვენი ბრალიც, ყველაფერი. იყენებს დუმილის უფლებას.

მაინც სად გაექცეოდა მის სისხლიან ნასკებს და ბოტასებს, სად გაექცეოდა და ერთი დედას რომ მიუვიდა მისას, ის სისხლიანი ნასკი და ბოტასი, შეიძლება არც ნახულობდა, რა ვიცი, იქ რა დასკვნა გამოიტანა – ნეტა „რესკად“ დაეცა ის ვიღაცა ვისზეც ძალადობდნენ და ჩემს შვილს ფეხები გაუსისხლიანდაო?

თითოეულ ეტაპამდე მაინც ვნახე და მე იქ დემეტრე ჩიქოვანის ხმა სხვა ადგილზეც ამოვიცანი. ბევრი ხმა დაფარულია იმ უზრდელი სიტყვების გამო, მაგრამ იქ არის კიდევ რაღაც ეპიზოდი, არ მახსოვს რა ეპიზოდში, მე დემეტრე ჩიქოვანის ხმა ვიცანი.

ბრალის დამძიმება უნდა ყოფილიყო, ეს ბრალი უნდა შეეფარდებინა დასაწყისში ლუკა გამყრელიძეს. ლუკა გამყრელიძე, ასე უნდა საქმის გამოძიება, როგორც იძიებს ახლა ქეთი სონიძე და არ უშინდება არაფერს.

მე ვიცი, რომ იმიტომ არ მაძლევდნენ საქმის მასალებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს იქ და მე ეს არ უნდა დამენახა. სხვა პირების პასუხისმგებლობაზე არ იფიქროს, ამ მკვლელებს რომ დასჯიან, იქ არავინ დაწყნარდება.

მრავალჯერ ნათქვამს გავიმეორებ – ყველას პასუხისმგებლობის საქმე დადგება, აუცილებლად დადგება. გუგა გამყრელიძის პასუხისმგებლობა, აუცილებლად.

იაგო ტალახაძის, პოლიციის უფროსია, აუცილებლად… გიშა ძებნიაურის, აუცილებლად“ – განაცხადა ეკა კუპატაძემ TV პირველთან ინტერვიუში.

„რასაც გადავხედეთ ჩხუბის ვიდეოში, ჩემი ბავშვი მანდ არ არის…“ – მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული, ალექსანდრე გაბაშვილის მამა

ბრალდებულის მამის თქმით, ჩხუბის ვიდეოში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა მისი შვილი არ ფიგურირებს.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა.

ამასთან, უწყება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება. პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 4 ეპიზოდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g