LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვუთხარი – „ნატო, დატოვე ჩემი ოთახი და გადი აქედან“.. გავიდა – ყოფილმა თანამშრომელმა ნატალია ილიჩოვას საწინააღმდეგო ჩვენება მისცა

220
ნატალია

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, გარეჯის საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვას ყოფილმა თანამშრომელმა, კარტოგრაფიის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მანანა აღაპიშვილმა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ ნატალია ილიჩოვამ მას დანაშაულის ჩადენა შესთავაზა.

სასამართლო პროცესს პირველი არხი დაესწრო.

პროცესზე მანანა აღაპიშვილის განცხადებას სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

როგორც მანანა აღაპიშვილმა განაცხადა, ნატალია ილიჩოვა მასთან მივიდა და მორიგე რუკებში, რომელზედაც ხელი მას მიუწვდებოდა, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ცვლილების შეტანა შესთავაზა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან 20-20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

„ასახული იყო ეს ტერიტორია იმ რუკებში, რომელიც ჩვენთან ინახებოდა, ეს საქართველოს ტერიტორია იყო.

მე ვუთხარი – „ნატო, დატოვე ჩემი ოთახი და გადი აქედან“, გავიდა. სხვა არაფერი უთქვამს. მორიგე რუკებით სარგებლობდნენ შემდგომ გამოსაცემ რუკებზე.

ჩვენს სამსახურში ინახებოდა მორიგე რუკები, გრიფით „საიდუმლო“ იყო, ცეცხლგამძლე სეიფებში ინახებოდა. მორიგე რუკაზე ცვლილება ითხოვა ნატალიამ. შემეძლო, შემეტანა ცვლილება. მე მქონდა წვდომა. ნათელი უნდა მოეფინოს. გამოძიებაში არ მისაუბრია, ტელევიზიით რომ გადასცეს, ამომიტივტივდა.

მე არავისთვის მითქვამს, შოკირებული ვიყავი. გამიკვირდა ნატოს ეს ქმედება. გამომძიებელმა რომ გამომკითხა, დაარქივებული მქონდა და ამაზე არ მისაუბრია. ვიცოდი, სასამართლო პროცესზე მოვიდოდი და აქ ვისაუბრებდი ამაზე.

საქართველო-დაღესტნის საზღვართან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტია რამდენიმე მოსახლით, რომლის გასხვისება შემომთავაზა რუსეთის თუ დაღესტნის სასარგებლოდ, მე არ ვიცი. არ მოვინდომებდი არაფრით. გადააგდო ანკესი, თუ წამოვეგებოდი, წამოვეგებოდი“, – განაცხადა მოწმემ.

მოწმის ამ ჩვენებამ დაცვის მხარის პროტესტი გამოიწვია. დაცვას აინტერესებს, მოწმემ ორი წლის წინ გამოძიებაში რატომ არ ისაუბრა ასეთ მნიშვნელოვან დეტალებზე.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებს ედავებიან. მათ აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვთ შეფარდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g