„მე ყოველთვის ახლოს ვარ ნაწამებ უკრაინასთან, რომელიც ყოველდღე რაკეტების წვიმაშია“, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, ომს ნგრევა და სიკვდილი მოაქვს, ასევე აშორებს ადამიანებს და სიმართლეს კლავს.
„მე ყოველთვის ახლოს ვარ ნაწამებ უკრაინასთან, რომელიც ყოველდღე რაკეტების წვიმაშია. როგორ შეიძლება, ვინმეს არ ესმოდეს, რომ ომს მხოლოდ ნგრევა და სიკვდილი მოაქვს, ადამიანებს აშორებს და სიმართლესა და დიალოგს კლავს. ვლოცულობ და იმედი მაქვს, რომ ყველა საერთაშორისო აქტორი ნამდვილად იმუშავებს მოლაპარაკებების განახლებისთვის, რათა ომის უაზრობა არ გაღვივდეს“, – განაცხადა მან.