LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეარაყიშვილის დაკავების მიზანი არის ის, რომ მან სამუდამოდ დატოვოს ახალგორი – უჩა ნანუაშვილი

91

„მიზანი უშუალოდ ამ დაკავების არის ის, რომ მან სამუდამოდ დატოვოს ახალგორი,“ – ასე აფასებს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, ახალგორში ჟურნალისტის დაკავების ფაქტს. ამ ეტაპზე თამარ მეარაყიშვილი სახლში იმყოფება, თუმცა, გუშინ ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს.

„სამხრეთ ოსეთში რეგულარული ხასიათი მიიღო სამოქალაქო აქტივისტებზე ზეწოლამ. აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ ყველა ზომას მიმართოს იმისთვის, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. ჩვენ გუშინვე საქმის კურში ჩავაყენეთ ჟენევის მოლაპარაკებების დისკუსიის თანათავმჯდომარეები და ასევე, მათგან ველით, რომ იქნება აქტიური ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად ზეწოლა თამარზე შეწყდეს,” – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურის წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს. დაკავების მომენტში მან მედიისთვის სატელეფონო ინტერვიუს მიცემა მოასწრო, სადაც ყვებოდა, რომ მას საოკუპაციო რეჟიმი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების და ორდერის გარეშე აკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g