LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ მეარაყიშვილი: ბატონო ზაზა, დღეს მეც დავიწყე შიმშილობა

87

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს.

ამასთან დაკაშირებით, ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მეარაყიშვილი ზაზა სარალიძის სოლიდარობის და მის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების გამო, შიმშილობას იწყებს.

“დღეს ცხინვალში ვიყავი სასამართლო პროცესზე. აღარ ვითვლი მერამდენე პროცესია ამ 11 თვის მანძილზე.

უკვე სახლში ვარ.

მეგობარმა მომწერა- ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყოო.

ხმა ვერ ამოვიღე.

სოლიდარობას ვუცხადებ.

ბატონო ზაზა, დღეს მეც დავიწყე შიმშილობა. ვაპროტესტებ ჩემს მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას. 11 თვეა ფაქტიურად ტყვეობაში ვარ, მაგრამ სულ არ აღელვებთ მათ, ვისაც ამისი ვალდებულება აკისრია. მე ბინაში ვშიმშილობ, რადგან გარეთ ამის შესაძლებლობა არ მომეცემოდა- პროვოკაციას ავერიდე. არ მინდოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ჩემს მდგომარეობაში ჯანმრთელობისთვის მევნო, მაგრამ სხვანაირად ყურადღების მიპყრობა არ გამომივიდა- ყველა გზა გავიარე.

დარღვეულ უფლებებზე მეტად უყურადღებობა მაწუხებს.

არც ახლა ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ადრესატები იფიქრებენ ჩემზე, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.

#შიმშილობის1დღე

#მაპატიეთჯერკიდევრომცოცხალივარ,” – წერს მეარაყიშვილი.

სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის მნიმართ ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურამ საქმე რამდენჯერმე აღძრა. მან ე.წ.სასამართლო რამდენჯერმე მოიგო, თუმცა ამის შემდეგ ე.წ. პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით აღძრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები