LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მებაჟეებმა 130 ტონამდე კარტოფილი უკან გააბრუნეს – მიზეზი

125
კარტოფილი

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი ჯამში 129.1 ტონა კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

“აღსანიშნავია, რომ ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ფარგლებში, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, გამოვლენილი იქნა ისეთი ცოცხალი მცენარეების შემოტანის ფაქტი, რომელთა იმპორტიც საქართველოს ტერიტორიაზე, ყველა ქვეყნიდან არის აკრძალული.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული მცენარეები დაექვემდებარა განადგურებას”, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.