LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა ბედნიერი ცხოვრების მთავარი საიდუმლო გაიგეს

78

ამერიკელმა მეცნიერმა მორან სერფმა ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაასახელა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. როგორც აღმოჩნდა,  საკუთარი ბედნიერების განცდა დამოკიდებულია მხოლოდ ადამიანის გარემოცვაზე და არა ფინანსურ მდგომარეობაზე. გამოცემის ცნობით, ეს დასკვნა სპეციალისტმა 10-წლიანი კვლევის შემდეგ გააკეთა, რომელიც ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღებას შეეხებოდა.

” ადამიანები, რომლებსაც თქვენ ხვდებით ცხოვრებაში, ნამდვილად ახდენენ გავლენას თქვენს ზემოქმედებაზე რეალობასთან ისე, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ამის ახსნა. და ამის ერთ-ერთი გამოვლინება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ თქვენს მეგობრებს ემსგავსებით”- ამბობს სერფი

მეცნიერი  მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება ადამიანს თრგუნავს, რის შედეგადაც ის მის ირგვლივ მიმდინარე ამბებს ვერ აკონტროლებს, ასეთ დროს კი  “სწორი არჩევანის” გაკეთება მეგობრების დახმარებით გაცილებით მარტივია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g