მეცნიერთა ჯგუფმა დურამის უნივერსიტეტიდან კელი იაკუბოვსკის ხელმძღვანელობით მასშტაბური კვლევა ჩაატარა. მკვლევარებმა სცადეს ამოეხსნათ, რატომ იწვევს მელოდია ამოჩემებას. შედეგები ჟურნალში Psychology of Aesthetics, Creativity, and the Arts დაიბეჭდა.
ამ მოვლენას მეცნიერებმა მუსიკალური მელოდიების უნებლიე გამეორება დაარქვეს. მათი მტკიცებით, ე.წ INMI სამი კრიტერიუმით განისაზღვრება: ტემპი, მელოდიის მარტივი ფორმა და ხმოვანი ტალღების შეხამება.
ფსიქოლოგებმა კვლევა 3 ათას მოხალისეზე ჩაატარეს, რომელთა ასაკი 12-დან 81 წლამდე მერყეობდა. კვლევის მონაწილეებმა ჩამოთვალეს ის სიმღერები, რომლებიც ყველაზე ადვილად მოდიოდა თავში.
სწორედ ამ კვლევის შედეგად გამოქვეყნდა 10 ყველაზე აკვიატებული სიმღერის რეიტინგი:
Kylie Minogue — Can’t Get You Out Of My Head
Journey — Don’t Stop Believing