ამერიკელმა მედიკოსებმა შეისწავლეს ათასობით მოხალისე და გაარკვიეს, რომ ზედმეტი წონის მიზეზი ტვინის ქიმიის ცვლილებაა.
აღმოჩნდა, რომ შემოდგომის და ზამთრის დღეებში ადამიანები უფრო მეტ კალორიებს იღებენ, რაც ტვინის სეზონური ცვლილების ბრალია.
ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ტვინში სეროტონინის გამოყოფა მცირდება, რის გამოც ორგანიზმს მეტი ნახშირწყლების მიღების მოთხოვნილება უჩნდება.
ასევე, ამ პერიოდს უამრავი დღესასწაულიც ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ზედმეტად ცხიმიან და მეტი შაქრის შემცველ საკვებს იღებენ.