თანამედროვე სამყაროში ქორწინებამდე აქტიური ინტიმური ცხოვრება კარგ ტონად და მნიშვნელოვან გამოცდილებად ითვლება. თანაც, რაც უფრო მეტი პარტნიორი გეყოლება, უკეთესია. როგორც გამოკვლევებმა დაამტკიცა, თუ თქვენი მეუღლისთვის მინიმუმ მეათე პარტნიორი ბრძანდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახური ცხოვრება შედგა…
”მანამ სანამ ოჯახს შექმნით, აუცილებელია ექსპერიმენტის სახით მინიმუმ 10 პარტნიორი გამოიცვალოთ” – ამბობენ გამოკლვებებში მონაწილე ადამიანები.
კვლევა ერთ-ერთმა უმსხვილესმა უცხოურმა გაცნობის საიტმა ჩაატარა, მასში კი მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. კვლევებში საკუთარი აზრის დაფიქსირება ნებისმიერ მათგანს თავისუფლად შეეძლო და საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ადამიანების უმეტესობას მინიმუმ 10 პარტნიორი ჰყავდა ქორწინებამდე.
შესაბამისად, რესპოდენტების უმეტესობამ აღიარა, რომ ურთიერთობებისას აუცილებლად ითვალისწინებენ იმას, თუ რამდენი მეწყვილე ყავდა ინტერესის ობიექტს, თუცა უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს, რომლებსაც 20-ზე მეტი ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ, საკმაოდ არაპოპულარულები აღმოჩნდნენ. შესაბამისად, კვლევის შედეგად ნათელი გახდა, რომ ოჯახის შექმნამდე ადამიანებმა 10-დან 20-მდე მეწყვილე უნდა შეიცვალონ.
ამასთან ერთად საკუთარ წარსულზე სასაუბროდ მზად ათასი ადამიანიდან, მხოლოდ 330 აღმოჩნდა. დანარჩენებს კი ამ თემაზე საუბარი აღიზიანებთ.