LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა-ტაბლეტი შექმნეს

166
tabletvacin

ფარმაცევტული კომპანია Oravax Medical-მა შექმნა მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც ტაბლეტის ფორმა აქვს. თუ ჩატარებული კვლევების შემდეგ მისი ეფექტურობა დადასტურდება, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მომავალში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ადამიანებისათვის ვაქცინის მიღება და შენახვა გაცილებით გამარტივდება.

გარდა იმისა, რომ ვაქცინა, რომელიც ტაბლეტის  ფორმით იქნება წარმოდგენილი უფრო ადვილად გავრცელდება მსოფლიოში, მისი შენახვა ოთახის ტემპერატურაზე იქნება შესაძლებელი. თანაც ექსპერტების ვარაუდით ტაბლეტი შესაძლოა ამპულაზე ეფექტური იყოს, რადგან მასში „ანტიგენის სამმაგი ეფექტია“ გამოყენებული.

Oravax-ის პერორალური ვაქცინის გამოცდა ცხოველებზე წარმატებულად დასრულდა და მათ ორგანიზმში ანტისხეულების საკმაო ოდენობა გამომუშავდა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, პროდუქტის პირველი კლინიკური გამოცდა ადამიანებში წლის მეორე ნახევრისთვის დაიწყება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g