LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა მაღალი IQ-ის ნიშნები დაასახელეს

139
7-Odd-Behaviors-That-Point-to-an

კითხვის, საკუთარ თავთან საუბრის სიყვარული, ღამის ცხოვრების წესი და რიგი სხვა ჩვევები შეიძლება მიუთითებდეს ადამიანის ინტელექტის მაღალ კოეფიციენტზე (IQ). ამის შესახებ Daily Mail ფსიქოლოგების კვლევაზე დაყრდნობით იუწყება.

„თუ საკუთარ თავს ელაპარაკები, გიჟი არ ხარ. სინამდვილეში, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენ უფრო ჭკვიანი ხართ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი“, – ნათქვამია მასალაში. აღსანიშნავია, რომ ამ ჩვევას შეუძლია გააუმჯობესოს მეხსიერება და დადებითად იმოქმედოს თავდაჯერებულობასა და ყურადღებაზე.

მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს უფრო მაღალი IQ მეოცნებეებში, ინტროვერტებში და მათ, ვისაც გვიანობამდე ყოფნის სურვილი აქვს.

დიდი გონების კიდევ ერთი პოტენციური მაჩვენებელია არეულობაში ცხოვრება – ეს შეიძლება მიუთითებდეს არასტანდარტულ აზროვნებაზე.
წიგნების კითხვა ასევე მაღალი IQ-ის ფაქტორია, რადგან ის დადებითად მოქმედებს კოგნიტურ ფუნქციაზე, ავითარებს კონცენტრაციას და წარმოსახვას.

ადრე მეცნიერებმა გააქარწყლეს პოპულარული მითი, რომ 70 წლის შემდეგ გონებრივი შესაძლებლობები აუცილებლად იკლებს. მათივე თქმით, რიგ შემთხვევებში იზრდება კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები