50 წლის სელინ დიონის გამოჩენამ პარიზის მოდის კვირეულზე, მის მიმართ ინტერესი ერთიორად გაზარდა. მომღერალმა რადიკალურად შეცვალა ჩაცმის სტილი, აკადემიურიდან პიკანტურამდე. საქმე იმაშია, რომ კვირეულზე კანადელი მომღერალი სხვადასხვა ბრენდის ძალიან სექსუალური და ავანგარდული სამოსით ჩნდება, რამაც ის პარიზის მოდის კვირეულის სიმბოლოდ აქცია. განსაკუთრებით ბევრი იწერება მედიაში სელინის დეკოლტირებულ კომბინეზონზე, ვარდისფერ კაბასა და მწვანე პიჯაკზე.
გარდა ამისა, მედიაში ხაზი გაუსვეს სელინ დიონის კახექსიურ სიგამხდრეზე და მიანიშნებენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.





