რუსეთის ქალაქ კურსკში დღეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობას პირდაპირი დარტყმა მიაყენეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ადგილობრივ მედიასთან ადასტურებს, რომ რუსეთის ქალაქ კურსკზე იერიში მიიტანეს და FSB-ს შენობას დაესხნენ თავს.
“ეს ფაქტია. ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ”, – ამბობს ის.
მთავარ სადაზვერვო სამმართველოში ასევე განმარტავენ, რომ ეს იყო პირდაპირი დარტყმა.