LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: საბერძნეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც ქვეყნის 12 რეგიონში, სუპერმარკეტებში 37 ქურდობა ჩაიდინა

181
Untitled design (4)

სუპერმარკეტების გაქურდვის ბრალდებით, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, 48 წლის ქართველმა მამაკაცმა საბერძნეთის 12 რეგიონში, ჯამში, 37 ქურდობა ჩაიდინა.

„მამაკაცი მთელს საბერძნეთში მოგზაურობდა და სუპერმარკეტებს ძარცვავდა. უკანასკნელი ქურდობის დროს კი, ის კორინთიაში სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც შუა დღეს, მარკეტში სხვადასხვა ნივთის მოპარვის დროს შენიშნეს.

წინასწარი გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ქართველმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამი რეგიონის სუპერმარკეტებში კიდევ ექვსი ქურდობა ჩაიდინა. უცნობია, რა რაოდენობის პროდუქცია მოიპარა მან“, – წერს ბერძნული მედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g