LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია შონ პენისა და მინკა კელის რომანზე ალაპარაკდა (ფოტო)

233

შონ პენი კვლავ გამოჩნდა 35 წლის მსახიობის, მინკა კელის გარემოცვაში. წყვილი ერთად მივიდა შონ პარკერის მიერ ორგანიზებულ გალა-სადილზე, რომელიც კიბოს იმუნოთერაპიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, შონ პარკერმა მოაწყო. მინკა კელი ცნობილია თავისი როლით სერიალში „პარასკევის ღამის ნათება“. მსახიობი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა ყვავილებიან წითელ კაბაში. წყვილის ფოტოები უკვე გავრცელდა ინტერნეტით. მედიაში ამ ფოტოს გარშემო უამრავი ვერსია გაჩნდა. შეგახსენებთ, რომ 55 წლის შონ პენისა და 35 წლის მინკა კელის რომანზე ზაფხულშიც საუბრობდნენ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ტომ ჰენქსი, კეტი პერი და ორლანდო ბლუმი, ემილია კლარკი, ბრედლი კუპერი და სხვა ვარსკვლავები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g