LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შონ პენი ახალ ფილმში ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა – პირველი თრეილერი

137
shonpennews45

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, შონ პენი სარეჟისორო საქმიანობას უბრუნდება. 60 წლის მსახიობი ახალ ფილმზე მუშაობს, სადაც მთავარ როლს ასრულებს და ფილმში მისი პარტნიორი, მისი ქალიშვილი დილან პენია. ფილს  ჯენიფერ ფოგე-ლის 2005 წელს გამოსული წიგნის მიხედვით იღებენ და მისი სახელწოდებაა „დროშის დღე“.

შონ პენის საუკეთესო როლები – რჩეული ფილმები

ფილმში შონ პენი და დილანი ასევე მამა-შვილის როლს ასრულებენ. შონ პენის გმირი თაღლითია, რომელიც შვილს კრიმინალურ წარსულს უმალავს.

ფილმის პირველი თრეილერი უკვე გამოჩნდა და ის სავარაუდოდ ეკრანებზე მომდევნო წელს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები