LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც ერთ ამერიკელს უკრაინამ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც მაჩუქა” – შონ პენი

279
BeFunky-collage - 2023-06-10T222614.803

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი თბილისში იმყოფება და ZEG-ის მიერ ამბის თხრობის დღეს გამართულ ფესტივალში იღებს მონაწილეობას, რომლის საუბრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და ოკუპაციაა.

შონ პენმა ღონისძიებაზე განაცხადა, რომ უკრაინამ მას საქართველო აჩუქა. 

„ბედნიერება ადამიანებისთვის ერთიანობას ნიშნავს. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, უკრაინა საქართველოს გარეშე არ არსებობდა და ახლაც ასეა. როგორც ერთ ამერიკელს უკრაინამ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც მაჩუქა.

მე შემიძლია ვუთხრა ქართველებს სიმართლე, რომელიც ვიცი საწყენია, მაგრამ ბოლო 24 საათის განმავლობაში უფრო მეტი გავიგე, ვიდრე მთელი ცხოვრება ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ, ახლა კი საქართველოზე ყოველმხრივ შემიძლია საუბარი. რაც შეეხება უკრაინას, მე მათ სოლიდარობას ვუცხადებ. უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, რადგან ისინი იცავენ ახლა საკუთარ სახლებსა და ოჯახებს”, – აცხადებს შონ პენი.

ვიდეო: გიორგი უშიკიშვილის შესრულებული „ოროველა“ და აღფრთოვანებული შონ პენი

თარგმანი: მთავარი არხი

ფოტო: ZEG – Tbilisi Storytelling Festival

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები