LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შონ პენი უკრაინას მესამედ ეწვია და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი ოსკარი გადასცა

52
BeFunky-collage - 2022-11-09T000412.948

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, შონ პენი უკრაინას მესამედ ეწვია და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი ოსკარი გადასცა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ზელენსკის ცნობით, მსახიობმა უკრაინაში ოსკარის ფიგურა ჩაიტანა, როგორც უკრაინის გამარჯვებისა და რწმენის სიმბოლო, რომელიც, მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება.

“ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინას მესამედ სტუმრობს.

ამჯერად ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული იყო. შონმა მოიტანა ოსკარის ფიგურა, როგორც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების რწმენის სიმბოლო. ის უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება.

დიდი სიამოვნებით გადავეცი შონ პენს III ღირსების ორდენი. მადლობა ასეთი გულწრფელი მხარდაჭერისთვის და მნიშვნელოვანი წვლილისთვის უკრაინის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოში!”, – წერს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები