LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: „სტამბოლში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 236 ადამიანი დაშავდა – დაზიანებები პანიკის და შენობიდან გადახტომის შედეგია“

177
მიწისძვრა სტამბოლში

23 აპრილს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 236 ადამიანი დაშავდა.

სტამბოლში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ამ დროისთვის, მიწისძვრით გამოწვეული მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე არ ვრცელდება ცნობები სერიოზული ნგრევის შესახებ.

როგორც საერთაშორისო მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, დაშავებულების უმრავლესობის დაზიანებები პანიკის და შენობიდან გადახტომის შედეგია.

⭕თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 40 წუთის განმავლობაში ქვეყანაში სამი მიწისძვრა…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2025

შეგახსენებთ, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სტამბოლში 23 აპრილს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიღრმე 10 კილომეტრი იყო, ეპიცენტრი კი სტამბოლიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g