გამოცემა POLITICO-ს ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი მეორად ძალად აქციეს. შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე გემის ჩაძირვა მოახერხეს, მათ შორის კრეისერ „მოსკვასი.“
გავლენიანი გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სამხედრო წარუმატებლობამ განაპირობა ის, რომ რუსული ფლოტი თავდაცვაზე გადავიდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ომი დაწყებისას „ფსონი დადო“ დროებით ოკუპირებულ ყირიმში დაფუძნებულ ფლოტზე.
ავტორი წერს, რომ „კალიბრის“ ტიპის საკრუიზო რაკეტებს აქტიურად უშვებდნენ ქვეყნის შიდა სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით, რითაც უკრაინის პორტებთან წვდომას ბლოკავდნენ. გარდა ამისა, ისინი ოდესაში საზღვაო დესანტით იმუქრებოდნენ.
„რამდენიმე რუსული გემის ჩაძირვის შემდეგ ინიციატივა კიევმა აიღო. ასევე მძიმედ დაზარალდა შავი ზღვის ფლოტის საავიაციო პოლკი, რომელიც მდებარეობს ყირიმში, საკის ავიაბაზაზე“, – წერს გამოცემა.
POLITICO-ს ცნობით, ფლოტმა პუტინის მოლოდინი არ გაამართლა:
„გაზაფხულიდან შავი ზღვის ფლოტის პრობლემები გაუარესდა ცუდი ხელმძღვანელობის, მოძველებული აღჭურვილობისა და ამპარტავნების გამო. სამხედრო წარუმატებლობამ გამოიწვია ფლოტის მეთაურის, ადმირალ იგორ ოსიპოვის გადადგომა. გარდა ამისა, ახლა რუსული ფლოტი პრაქტიკულად უმწეო გახდა და „რამდენიმე თვის განმავლობაში არაფერი მომხდარა“, – წერს სტატიის ავტორი.
გამოცემის თანახმად, „რუსეთის შავი ზღვის ფლოტი დამარცხდა და ახლა მხოლოდ თავდაცვით ძალად გამოიყენება, რომელიც პერიოდულად თავს საკრუიზო რაკეტებით ესხმის.“
უკრაინაში მიმდინარე უახლეს ცნობებს ვრცლად გაეცნობით:
უკრაინელებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს
ზელენსკი: უნდა დაივიწყოთ ლეგენდა ძლიერი რუსეთის შესახებ, ჩვენ ამას ბრძოლის ველზე ვაჩვენებთ